воскресенье, 28 мая 2017 г.

   
     
          30 აპრილიდან 28 მაისის ჩათვლით  გავიარეთ "ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტების სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების  გამოყენებით''. საკმაოდ შრომატევადი,  საინტერესო  და ნაყოფიერი სამუშაო გამოვიდა. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, საჭირო დამხმარე რესურსების მოძიება და მისი განხორციელება, პროექტის დაგეგმვა, ''ჩემი პორტფოლიოდან'' საჭირო მასალების ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება. ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. მადლობა ნათია.

суббота, 20 мая 2017 г.

მეექვსე დღე

 
  
     დღეს გადავხედეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმები. განვიხილეთ მეოთხე მოდული - სასწავლო ნიმუშის შექმნა. ვისწავლეთ ფაილის ინტეგრირება ჰიპერბმულით.
ფონების შეცვლა და ხმის დადება. საინტერესო იყო დღევანდელი დღე.
 

вторник, 9 мая 2017 г.

მე-4 დღე

  


      ტრენინგის მეოთხე დღე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.  განვიხილეთ მეორე მოდულის სასწავლო პროექტის და დროში გაწერილი შეფასების სქემები.  ვორდში შევქმენით მოსწავლის შეფასების ინსტრუმენტები. ვეცდები გამოვიყენო მიღებული გამოცდილება ჩემს საქმიანობაში.

воскресенье, 7 мая 2017 г.

3-დღე


     ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ შრომატევადი იყო.    კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

    განვსაზღვრეთ პროექტის ამოცანებიგანვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. ჩავწერეთ პროექტის გეგმაში თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.
 

суббота, 6 мая 2017 г.



     დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. შევისწავლეთ  პუბლიკაციებით შაბლონის შექმნა. პროექტებით სწავლება შესაძლებლობებს იძლევა სასწავლო აქტივობები დავუკავშიროთ ცხოვრებისეულ კონტექსტს.